Monday, July 11, 2016

პროექტის პორტფოლიო

პროექტებით სწავლების ტრენინგის რეფლექსია
ტრენინგის საშუალებით ვისწავლე, როგორ უნდა დაიგეგმოს პროექტი. გავეცანი გზამკვლევს, რომელიც დამეხმარება პროექტების მომზადებაში. ნათლად დავინახე რაოდენ მნიშვნელოვანია პროექტების როლი მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.
ავირჩიე თემა და ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით დავწერე მიზნები. გავეცანი შეფასების უამრავ ინსტრუმენტს დავინახე როგორ უნდა მოახდინო მოსწავლეთა დიფერენცირება. პროექტი უნდა იყოს მრავალმხრივ გაშლილი. მნიშვნელოვანი იყო დროში გაწერილი შეფასების გეგმის გაკეთება, რომელიც სრულყოფილად აჩვენებს რა ტიპის ნაშრომები და შეფასების ინსტრუმენტები უნდა იყოს გამოყენებული პროექტის დასაწყისში, მსვლელობის დროს და ბოლოს. ვისწავლე საინფორმაციო და სარეკლამო ბროშურების დამზადება. მინდა ავღნიშნო რომ პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა კოგნიტური უნარების განვითარებას. ასევე 21–ე საუკუნის უნარების განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას. დავინახე რომ პროექტის საშუალებით მოსწავლეებს შეხება აქვთ ცხოვრებისეულ რეალურ პრობლემებთან. მას უხდება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის უკეთ წარმართვაში.





    






Wednesday, July 6, 2016

      დღეს ტრენინგის მეშვიდე დღე იყო. განვიხილეთ შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და გამოყენება პროექტის განხორციელების პროცესში.
მნიშვნელოვანია,როგორ შევარჩევ აქტივობებს და შეფასების რა სტრატეგოებს გამოვიყენებ,რომ განუვითარდეს ჩემს მოსწავლეებს აზროვნების ზედა დონის უნარები.
წინასწარი დაგეგმვა მნიშვნელოვნად დამეხმარება პროექტი იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული.

Monday, July 4, 2016

      დღეს იყო ტრენინგის მეექვსე დღე. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.გავეცანით ნაშრომების რა სახეები შეიძლება იყოს და ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები,რითაც შევაფასებთ ნაშრომებს.
    შევისწავლეთ კვლევის ცხრილების შედგენა და დიაგრამების აგება . ტრენინგი იყო პროდუქტიული.ნასწავლი საკითხები დამეხმარება შემდეგ მუშაობაში.

Friday, July 1, 2016

  დღეს იყო ტრენინგის მე-5 დღე. გავეცანით ერთმანეთის პროექტებს,გავითვალისწინეთ შეფასების კრიტერიუმები და გავითამაშეთ სიმულაციური თამაში. გავეცანით საავტორო ულებებს,რატა არ მოვახდინოთ სხვათა უფლების დარღვევა.აღვნიშნავ გამოყენებულ ლიტერატურას.